შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ნათია მეზვრიშვილმა 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ  სატელევიზიო ეთერში ვრცლად ისაუბრა.

„კლუბებში იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო იყო, მეზვრიშვილის თქმით, ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა მობილიზებული. ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი, აბსოლუტურად ლეგიტიმური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით კლუბში და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დისკომფორტი შეექმნა. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება