1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ახალ კამპანიას იწყებს. Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს. ახალი სარეკლამო კამპანია Youtube-ზე 29 მაისს დაიწყება 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

სამიზნე ბაზრები შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი,გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

კამპანიის შედეგად განსაზღვრული შთაბეჭდილებების რაოდენობა შეადგენს (Impressions)- 95,237,500 ხოლო ვიდეორგოლების ნახვების რაოდენობა (Views)- 21,052,500.

კორპორაცია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მე-3 წელია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მოიცავს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სარეკლამო კამპანიების დაგეგმავს. 2017 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია Google-მა წარმატებულად შეაფასა.

თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Google-უკრაინის პრეზიდენტმა დმიტრი შოლომკომ გააცნეს.

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები