1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

პარლამენტის ბიურომ განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი გახარიას 2018 წლის 15 მაისის მომართვა 2018 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის თაობაზე.

ბიუროს გადაწყვეტილებით მოსმენა ჩატარდება 18 მაისის პლენარულ სხდომაზე. შსს-ს მინისტრის მომართვის საფუძველზე, მოსმენა გაიმართება სამ საკითხზე:

  • 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ;
  • შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;
  • 2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

ბიურომ 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში რამდენიმე განსახილველი საკითხი დაამატა.

პლენარული სხდომა პირველ საკითხად განიხილავს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „#54 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტარები  50-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები