1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

უცხოელებზე ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის. საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილება და მას მინისტრთა კაბინეტის წევრებს თეა წულუკიანი გააცნობს.

სხდომის დაწყებამდე კი, ცვლილებები გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა.

“პრაქტიკაში არის შემთხვევები როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას, ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმის წარმოების მოტივით.

ამის შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, აგრეთვე იღებს მოკლევადიან C კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იცვლება შემდეგი რეგულაცია: საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს.

დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა კი 12 წლამდე იზრდება  დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 წელი, ამასთან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ, ის კვლავ მიიღებს დროებით და არა მუდმივ ნებართვას– განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

ნინო ზარიძე

 

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები