1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროექტი სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლასაც ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, “კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს”. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.

ზოიძისი განმარტებით, ასევე გათვალისწინებულია შეზღუდვები ავტომობილის მართვის უფლებაზე, ექიმად და საჯარო სამსახურში მუშაობის შეზღუდვაზე.

“განსხვავებული პოზიციები ძირითადად ოდენობების თემას ეხება, კერძოდ, სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ასევე დეკრიმინალიზაციის ვადებს. არ მეგონა, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, არა თუ ჩემს კოლეგას, ან ჟურნალისტს, რაიმე კითხვა ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკი დასჯადი გახდეს მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელით ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, გამსაღებლის შემთხვევაში კი, კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს. გამსაღებელთა მიმართ სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით. ბერკეტები ამოქმედდება, რომლებიც ამ გადინებას შეაჩერებს. ნარკომომხმარებლების მიმართ ნარკომოხმარება დასჯად ქმედებად რჩება, პირადი მოხარებისთვის და ნარკოტიკის მცირეოდენი ფლობისთვის ადმინისტრაციული სასჯელი და სამოქალაქო შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ზოიძემ.

 

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები