4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს კვლევის თანახმად, დღესდღეობით, მსოფლიო მოსახლეობის 55% ქალაქში ცხოვრობს. ეს რიცხვი 2050 წლისთვის 68%-ით გაიზრდება და ქალაქებს 2.5 მილიარდი ახალი მაცხოვრებელი შეემატება.

2030 წლისთვის მსოფლიოში 43 მეგაპოლისი იქნება, თითოეულის მოსახლეობის რიცხვი 10 მილიონს გადააჭარბებს. 1990 წელს ასეთი ქალაქების რიცხვი მსოფლიოში მხოლოდ 10 იყო.

ბოლო პერიოდში, ურბანიზაციის მკვეთრი ზრდა დაფიქსირებულია აზიაში. ამ კონტინენტზე მცხოვრები მოსახლეობის 50% ქალაქებში ცხოვრობს, რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, ამ რეგიონში მოსახლეობის 82 %, ხოლო ევროპაში 74% ცხოვრობს ქალაქში. ამ კონტინენტებთან შედარებით აფრიკაში ყველაზე ნაკლები,  43% ცხოვრობს ქალაქებში.

ინდოეთში, ჩინეთსა და ნიგერიაში 2018 წლიდან 2050 წლამდე ურბანიზაციის 35%-იან ზრდას ელოდებიან. გაეროს კვლევის თანახმად, 2050 წელს ინდოეთში 416 მილიონი მოქალაქე იცხოვრებს ქალაქში, ჩინეთში 255 მილიონი, ხოლო ნიგერიაში 189 მილიონი.

2028 წლისთვის, ფიქრობენ რომ დელიში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა გაუთანაბრდება ტოკიოს მოსახლეობის რაოდენობას. დღესდღეობით, ტოკიოში 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დელიში კი 29 მილიონი, შანხაიში 26 მილიონი, მექსიკასა და სან პაულოში 22 მილიონი. კაიროში, მუმბაიში, პეკინსა და დაკაში კი 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გაეროს ბოლო კვლევების თანახმად, ურბანიზაციის შედეგად ღარიბი ქვეყნების დაზარალებისგან თავის ასაცილებლად საჭიროა აგრობიზნესში ინვესტიციების გაზრდა.  გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) პროგნოზით, 2050 წლისთვის, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ურბანული მოსახლეობა მილიარდი ადამიანით გაიზრდება.  ფერმერების მოძლიერება სამუშაო ადგილების გაჩენის ერთ-ერთ გზად მიაჩნიათ  ორგანიზაციაში, მათი თქმით, ეს პროცესი შეამცირებს ქალაქში გადასახლების სურვილს, შესაბამისად, შემცირდება სიღარიბე და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები ურბანულ გარემოში.

კვლევა იხილეთ აქ : www.un.org

ნათია კეკენაძე

 

გაზიარება