„ქვევრის ლუდი“ ახალი ქართული ლუდია, რომელმაც წარმოება 2017 წელს დაიწყო. მომხმარებლის გაკვირვებას იწვევს თავად ლუდის სახელწოდებაც და დამზადების ტექნოლოგიაც. გამორჩეული, ტრადიციული გემოსა და არომატის წყალობით ადვილად შეძლო წარმოების გაფართოება და დღეს უკვე საკუთარი პროდუქციის ესპორტზე გატანას ფიქრობს. „თბილისი თაიმისს“ კომპანიის დირექტორი ზაზა ზედგენიძე ესაუბრა. როგორც საუბარში განმარტა, ივნისში ჰონკონგში გამოფენაზე  „ქვევრის  ლუდი“ იქნება წარმოდგენილი.

„ქვევრის ლუდი მზადდება ტრადიციული მეთოდით. ლუდის გამორჩეული გემო მისი წარმოების უნიკალურ ტექნოლოგიაშია (ლუდის წარმოება ხდება ქვევრში) ლუდის მოსახარშად გამოყენებული საუკეთესო ინგრედიენტები და პროფესიონალი გუნდი მის ხარისხს განსაზღვრავს. ქვევრის ლუდი არის გაუფილტრავი ‘კრაფტი’, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასპინძის რაიონში.“

ლუდის დასამზადებლად ნედლეულის გერმანიიდან ჩამოტანა ხდება. რაც თავის მხრივ სირთულეებთანაა დაკავშირებული. დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

„ლუდის დასამზადებლად ალაო ჩამოგვაქვს გერმანიიდან, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო  პროდუქცია. ვაწარმოებთ როგორც  მუქ და ღია ფერის ლუდს , რომელთა გემო ერთმანეთისგან განსხვავებულია, ასევე  ვაპირებთ არყის წარმოებაც.“

რამდენიმე თვის წინ კომპანიამ ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს ლუდის შეძენა  მინის ბოთლის საშუალებითაა შესაძლებელი და მისი ფასი 3.50 ლარია.

ზაზა ზედგენიძე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

„სულ მალე ალბათ „ქვევრის ლუდი“ ჰონკოგშიც გაიყიდება, მას შემდეგ რაც გამოფენაზე გავიტანთ. ასევე ვგეგმავთ მარცვლეულის გერმაიიდან ჩამოტანაც და მათ წარმოებას საქართველოში. შემდგომში უკვე თავად მოვახდენთ საქართველოში მოყვანილი ნედლეულის გადამუშავებას. ეს წარმოების პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.“

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 59 times, 1 visits today)

კომენტარები