დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების განკარგულება გასცა. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, ტრამპი ითხოვს მომზადდეს გეგმა, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმებიდან გავა.

სანქციების მომზადება ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ფინანსთა მინისტრს და საგარეო დაზვერვას დაავალა. ახალი შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს იმ რუს მაღალჩინოსნებს, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობაა, რომ რუსეთმა „საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმება შეასრულოს.

სავარაუდოდ, ამ ადამიანებს პერსონალური სანქციები დაუწესდებათ. მათ აშშ-ში ჩასვლას აუკრძალავენ და ანგარიშებს დაუყადაღებენ.

„საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“ აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს გააფორმეს. მოსკოვი და რუსეთი შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

(Visited 48 times, 1 visits today)

კომენტარები