ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის კრიტიკოსთა რიგებს შეუერთდა.
„გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება“ – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.