2019 წლის იანვრიდან, ყველა ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების, კერძო და საჯარო სივრცის ადმინისტრაცია, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო არ იქნება–დაჯარიმდება.
სანქცირების ნაწილი 7 თვეში ამოქმედდება, თუმცა კონკრეტული პასუხისმგებელი ორგანო ამ დროისთვის უცნობია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობაზე მთავრობამ დადგენილება 2014 წელს გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ადაპტირებაში როგორც პანდუსების მოწყობა, ასევე სველი წერტილებისა და შენობებში არსებული ნებისმიერი დანიშნულების ავეჯის განთავსებაც იგულისხმება.
ნინო ზარიძე