21-ე საუკუნეში ახალგაზრდებისთვის წერა რთული და დამღლელი საქმიანობაა. წერა მეტაკოგნიტურ (შემეცნებით) უნარებს აერთიანებს და იგი ამიტომაც არ არის იოლი საქმე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ, წერა და მისი სწავლების პროცესი იოლდება, თუკი საჭირო ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. წერის სტრატეგიები სწორედ ის ხელსაწყოებია, რომელთა ცოდნა წერის დროს ეხმარება პატარებს. თუმცა, ამ სტრატეგიებისგან განსხვავებით არსებობს ე.წ “ლამაზად წერის სტრატეგიები”. ზოგიერთ ადამიანს ეს უნარი ბუნებრივად აქვს, ზოგში კი დასწავლის შედეგად არსებობს.
“კალიგრაფია“ ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ლამაზად წერას ნიშნავს. მთელს მსოფლიოში მის სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ბეჭდური სისტემის განვითარებამდე კალიგრაფისტთა სკოლები არსებობდა, ამ სკოლის მოსწავლეები გადამწერის ფუნქციებს ასრულებდნენ და მათ “აიძულებდნენ” ლამაზად და გასაგებად წერას.
ყველა არსებულ ენას არ გააჩნია წერის სტანდარტიზაცია, რაც აიხსნება ასოების შექმნის საჭიროების არქონით. რაც უფრო სცილდება ენა დიალექტურ თუ რეგიონალურ ჩარჩოს მასზე მოსაუბრეთა რიცხვი იზრდება და დგება წერის წესების დადგენის საჭიროება, რათა ადამიანებს გაუადვილდეთ ურთიერთგაგება.
“თბილისი თაიმსი” Business Insider-ისა და Bored Panda-ს გამოკითხვის “საუკეთესო ხელნაწერის” შედეგებს გაგაცნობთ. რამდენიმე ათას ხელნაწერს შორის საუკეთესოები სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა, მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, გრაფოლოგებმა და არქიტექტორებმა გამოავლინეს. საუკეთესო ხელნაწერებს შორის ქართული ხელნაწერიც არის.
გთავაზობთ, ცნობილი ადამიანების ხელმოწერებს.
ნათია კეკენაძე