გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უფლისადმი სიყვარულით, იგი ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ერთ დღეს, ლოცვის დროს წმინდანს გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ექადაგა ჭეშმარიტება. ნინომ ღვთისმშობელს უთხრა, რომ პატარა და უსწავლელი ადამიანი ამ დიდ საქმეს ვერ შეძლებდა, მაგრამ ღვთისმშობელმა მისცა ვაზის ჯვარი და უთხრა, რომ ყოველთვის მასთან იქნებოდა და დაიფარავდა.
ხილვის დასრულების შედეგ ნინოს ხელში ვაზის რტოებისგან აწყობილი ჯვარი ეპყრა, რომელსაც თავისი თმა მოახვია.
სომხეთისკენ გამოემართა წმინდანი, მის მიერვე ქრისტიანად მოქცეულ წარჩინებულ რიფსიმესთან და მის აღმზრდელ გაიანესთან ერთად, რომელნიც მოგვიანებით სომხეთის წარმართმა მეფემ ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა.
წმინდა ნინო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ გამოემართა.
სამცხე-ჯავახეთში არსებობს, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი. ეს ადგილი განსაკუთრებულია იმით, რომ სწორედ აქ შემობრძანდა წმინდა ნინო პირველად.
ამასთან დაკავშირებით, ნინოობას, მთელი საქართველოდან ჩამოდის მართლმადიდებელი ერი, ამ წმინდა ადგილის მოსალოცად. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ხვდება და ლოცავს ერს, 31 ივნისს, საღამოს 6 საათზე იწყება ლოცვა, არის ღმაისთევა და დილით, 1 ივნისს აღევლინება სადღესასწაულო წირვა.
განსაკუთრებული კიდევ ის არის, რომ ტრადიციადაა ქცეული ფარავნის ტბაში განბანვა. მიუხედავად ცივი კლიმატისა, მორმწუნეები ჩადიან წყალში. არის შემთხვევები, როცა ინათლებიან კიდეც. მრავალი სასწაული აღევლინება ამ დღეს.
მაკა გოგებაშვილი