“ლიბერთი ბანკი” სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში სიახლეებს ნერგავს.

როგორც „ლიბერთი ბანკიდში“ აცხადებენ, დღეიდან პენსიების მიღება ნებისმიერი არხით ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი. თუ 14 რიცხვი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მომხმარებლები პენსიას „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებით მიიღებენ. ასევე, პენსიის მიმღებ ნებისმიერ პირს, ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ახალი პროდუქტით და ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე მიიღოს კუთვნილი საპენსიო თანხა მარტივად, სიმბოლური ერთჯერადი გადასახადის გადახდისთანავე.

სიახლეა კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებითაც – პენსიონერები კომუნალური გადახდების უფასო სერვისით ისარგებლებენ. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის მომსახურების საფასურს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ყველა სიახლე წარმოადგენს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის მხოლოდ დასაწყისს და მომავალში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი იგეგმება.

გაზიარება