საქართველოს საპატრიარქო ტრილოგიის ,,ნათელი ქრისტესი საქართველო” პირველი და მეორე ტომის ფასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც საპატრიარქო აცხადებს, ეს წიგნი სასაჩუქრეა და მისი გაყიდვა არასდროს მომხდარა. რაც შეეხება წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში ტრილოგიის ორი ტომის გაყიდვის ფაქტს, ეს წიგნის მფლობელის გადაწყვეტილება იყო.

“ტრილოგიის I და II ტომი   გასაყიდად კერძო პირმა  მიიტანა და რამდენიმე დღეში თავადვე უკან წაიღო. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილეს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

10 ივნისს facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრილოგიის ,,ნათელი ქრისტესი საქართველო” პირველი და მეორე ტომი 3000 ლარი ღირს.

(Visited 69 times, 1 visits today)

კომენტარები