თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს ერთი კვირით წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთანაც თქვა.

სარალიძის თქმით, დღის განმავლობაში ბევრი ინციდენტი მოხდა.

“შესაძლებელია, მოვუწოდო ხალხს, რომ ცოტა ხნით შევისვენოთ, რადგან დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია მოხდა ძალოვანი სტრუქტურებიდან. ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში ეც ვარ დაბარებული და მისასვლელი ვარ, ძალიან ბევრი საქმეა დღევანდელი დღიდან გამომდინარე გამოსაძიებელი, თუნდაც ზვიად კუპრავას არასწორი დაკავება” – თქვა სარალიძემ.

გაზიარება