3 წლის წინ, როგორც ადამიანები, ასევე ცხოველებიც სტიქიას ებრძოდნენ. ერთ-ერთი ადგილი, რომელიც წყალდიდობისას ყველაზე მეტად დაზარალდა, თბილისის ზოოპარკი იყო. “თბილისი თაიმსი” ზურაბ გურიელიძეს დაუკავშირდა. თბილისის ზოოპარკის დირექტორმა განვლილი რთული პერიოდი გაიხსენა და თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბო.

,,13 ივნისის კატასტროფის დროს დაახლოების 300-მდე ცხოველი  და თბილისის ზოოპარკის 3 თანამშრომელი დაიღუპა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ მხრივაც, ზარალი ძალიან დიდი იყო.

ზოოპარკის აღდგენითი სამუშაოები ძალიან მალე დაიწყო. მოვიძიეთ გრანტები, სხვადასხვა ზოოპარკმა როგორც ცხოველები, ასევე მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხებიც გამოგვიყო.  ახალი ვოლიერების აშენება ძალიან მოკლე  ვადაში უნდა მოგვესწრო, რომ ეს ცხოველები ჩამოგვეყვანა და ზოოპარკიც  ჩვეულ რეჟიმს მალე დაბრუნებოდა, ეს პრინციპში შევძელით.

თუმცა,  ზოოპარკში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მიუხედავად, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის განთავსება გადაწყდა. ეს იქნება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი, ორგანიზაცია, სადაც ასევე გათვლისწინებული იქნება საგანმანათლებლო-სათავგადასავლო გასართობები ბავშვებისათვის. როდესაც ზოოპარკში დამთვალიერებელი შევა,  მან ნებისმიერი ადგილიდან ცხოველების შესახებ ინფორმაიცა უნდა მიიღოს. ზოოპარკის ფუნქცია სწორედ ეს არის“.

ზურაბ გურიელიძე თბილისის ზოოპარკის ადგილმდებარეობის შეცვლის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.  მისი თქმით, რამდენიმე წელი დამთვალიერებლებს ისევ ძველი ზოოპარკი უმასპინძლებს.

ნინო ზარიძე

 

გაზიარება