2018 წლის პირველ კვარტალში კორპორაცია Apple-მა 52,2 მილიონი სმარტოფნი გაყიდა, რითაც ექსპერტების მოლოდინები არ გამართლდა. გამოცემა Nikkei Asian Review-ის ცნობით, კომპანიამ iPhone-ბზე მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.

კომპანიამ მწარმოებელ ქარხნებს განუცხადა, რომ მათ iPhone-ების წარმოება 20%-ით შეამცირონ. Apple აღიარებს, რომ თავიანთ მოწყობილობებზე მოთხოვნის რაოდენობამ იკლო.

2017 წელს, კომპანიამ დაახლოები 100 მილიონი სმარტფონი შეუკვეთა, მაგრამ 2018 წელს ეს რიცხვი 80 მილიონამდე შემცირდა.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები