რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის, ასევე ქვეშეთიკობის მონაკვეთზე გვირაბისა და საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება, რის შედეგადაც, წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი.

ქარსელაძის თქმით, შესაბამისი სამშენებლო ტენდერები ივნისში გამოცხადდება. პროექტებზე 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობა 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021-2022 წლებში დასრულდება.

„რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებაში გარღვევა იქნება. საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმას, რომ შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე და გადაადგილების დრო. თუ დღეს 7-8 საათია საჭირო წითელი ხიდიდან სარფამდე მონაკვეთის დასაფარად, ეს 4-4.5 საათამდე შემცირდება. ასევე, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე – რიგ მონაკვეთებში, ფაქტობრივად, გაორმაგდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია– აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ნინო ზარიძე

 

(Visited 66 times, 1 visits today)

კომენტარები