თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, 24 ივნისს 9 საათზე ვაკის პარკთან დაიწყება გარბენა, რომელიც დასრულდება თავისუფლების მოედანზე.

დედაქალაქის მერის მტკიცებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამ მიზეზით დაფუძნდა “მარათონი თბილისი”.

გარბენში მონაწილეობა როგორც სპორტსმენებს, ისე რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ. კალაძე აქტივობაში ჩართვისკენ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს.

გაზიარება