ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანი „დათა თუთაშხია“ უახლოეს მომავალში გერმანულენოვანი მკითხველისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პოპულარული ქართული ნაწარმოები გერმანულად Alfred Kröner Verlag-ის მიერ გამოიცემა.

უკვე დაწყებულია მუშაობა წიგნის თარგმანზე, რომელზეც კრისტიანელიხტენფელდი იმუშავებს.

პოპულარული ქართული რომანი დათა თუთაშხია მეოცე საუკუნის დასასრულს შეიქმნა. მთავარი გმირია დათა თუთაშხია, რომელიც აბრაგი ხდება და წლების მანძილზე მეფის ჟანდარმერიის მიერ იდევნება. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს, ის ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. რომანში მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას.

გაზიარება