დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. შეხვედრა 12:00 საათზეა დანიშნული. განსახილველი საკითხები უცნობია, თუმცა სინოდის სხდომაზე უკრაინის მიერ ავტოკეფალიის მოთხოვნა განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება.
უკრაინას ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს. პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ 5 ივნისს რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონი თბილისში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. რუსეთის მიტროპოლიტმა და ილია მეორემ უკრაინის ავტოკეფალიაზე იცისაუბრეს.
ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული – კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.