გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი ჰორსტ ზეეჰოფერი ორივე თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განცხადება მიუნხენში, პარტიის დახურულ სხდომაზე გაკეთდა.

18 ივნისს ჰორსტ ზეეჰოფერმა კანცლერ მერკელს ულტიმატუმი წაუყენა. მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელისგან სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და ამის აუცილებლობაში ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვით იმუქრებოდა.

გაზიარება