ტაილანდის მღვიმიდან ბაშვებისა და მათი მწვრთნელის გამოხსნის ოპერაცია დღეს განახლდება. მაშველები ამჟამად ბოლო მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებენ.

ტაილანდური მედიის ცნობით, გამოქვაბულში დარჩენილი რვა მოზარდისა და მათი მწვრთნელის ევაკუაციის პროცესი თბილისის დროით 14 საათზე უნდა განახლდეს.

ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანის გამოყვანა იგეგმება დღეს. თუმცა, როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, მღვიმეში წყლის დონე დაბალია და ოპერაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს.

როგორც ტაილანდური მედია წერს, დღესვე საგანგებო შტაბში მისვლას ტაილანდის პრემიერ-მინისტრიც აპირებს.

შეგახსენებთ, გუშინ მაშველებმა მღვიმიდან ოთხი ბავშვი გამოიყვანეს. როგორც მთავრობა ამტკიცებს, მათი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან. გადარჩენილების ვინაობა ჯერჯერობით უცნობი რჩება. მათი მონახულება ახლობლებმაც კი ვერ შეძლეს.

გაზიარება