ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში სექტემბერში ჩამოვა და პირველი ევროპული სკოლის გახსნას დაესწრება. ამის შესახებ საქართველოსთან და მოლოდავასთან ევროკომისიის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკეტმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ბუსკეტის თქმით, საქართველოში პირველი ევროპული სკოლის გახსნა რეგიონული მნიშვნელობის არის, რადგან ამ ტიპის ევროპული სკოლა სამხრეთ კავკასიაში პირველად იხსნება.

“ეს არის ფანტასტიკური პროექტი და მოხარულები ვართ, რომ შეგვეძლო ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიგვეღო. სკოლა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ. სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად, თბილისში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვა. პირველ ეტაპზე, საუბარია 30 სტუდენტზე. ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან იქნებიან. კურსის დასრულების შემდეგ, ბაკალავრის ხარისხს მიიღებენ“, – თქვა მეთიუ ბუსკეტმა.

გაზიარება