“ევროპულმა საქართველომ” საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოთარ კახის განცხადებით, პროცესებს შალვა შავგულიძეც გამოეთიშა.
“სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი რომ კანდიდატებთან გასაუბრება ყოფილიყო მედიისთვის ღია. ვინაიდან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს პასუხები კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. რა თქმა უნდა ბატონი შალვა შავგულიძე არის იგივე პოზიციაზე. ჩვენ არ გვქონია ილუზია რომ ეს საპროკურორო საბჭო აირჩევდა ბატონ შალვას მთავარ პროკურორად, ვინაიდან ისინი არიან დღევანდელი ხელისუფლებისა და ივანიშვილის სრული გავლენის ქვეშ”, – განაცხადა კახიძემ.
კანდიდატურის მოხსნაზე კომანეტარი გააკეთა შალვა შავგულიძემ.
“მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლებამ არ მოისურვა რომ დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პოროცესისთვის, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს მონაწილეობას. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობა შექმნის ანტურაჟსს. მე ვხსნი კანდიდატურას”,- განაცხადა შავგულიძემ.