საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ხვალ გამოფენა – “მართლმადიდებლობა პოლონეთში”, გაიხსნება.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამოფენა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის, მისი უნეტარესობის საბას ლოცვა-კურთხევით ეწყობა და მას პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი გახსნის.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
30.09.13