პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდება. ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე თქვა.

“სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა”, – თქვა პრემიერმინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჭუბერში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული, განსაკუთრებით მოხალისეებს.

“ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში ინტენსიური სამუშაოები მიდის და მაქსიმალურად მოკლე დროში სრულად აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება