ქვეყანაში პოლიტიკურად ცხელი პერიოდი დგას… შეიცვალა პრემიერი და შესაბამისად მთავრობა. ეკონომიკურ გუნდს ახალი მინისტრები ჰყავს. „თბილისი თამსი“ გთავაზობთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – გიორგი ქობულიას შესახებ ბიოგრაფიულ მონაცემებს.
გიორგი ქობულია: დაიბადა ქ. თბილისში 1970 წლის 3 ინვარს.
განათლება
2001 წელს ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს–სკოლაში (ატლანტა/ჯორჯია, აშშ) მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. პირველი უმაღლესი განათლება 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო.
სამუშაო გამოცდილება
აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში, სადაც გაიარა პროფესიული გზა კონსულტანტიდან უფროს პარტნიორამდე.წლების მანძილზე იგი სახელმწიფო მართვის სფეროში ეკონომიკის მიმართულებით კონსულტაციებს უწევდა საერთაშორისო დონის მოწინავე მსხვილ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში სტრატეგიული მართვის სისტემების, საწარმოო საქმიანობის სფეროში.
კონკრეტულად კი, მისი საქმიანობის მიმართულებები იყო ნავთობ-გაზის, სამთომომპოვებელი და მეტალურგიული მრეწველობა. გიორგი ქობულიას ხელმძღვანელობით აღნიშნული სექტორების საერთაშორისო კერძო და სახელმწიფო/საჯარო კომპანიებისათვის რეალიზებული იქნა სტრატეგიის შემუშავების, ორგანიზაციული გარდაქმნების, ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესების, მომარაგების სისტემების სრულყოფის პროექტები, მას ნამუშევარი აქვს ასევე მსხვილი პროექტების რეალიზაციის სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით.
გიორგი ქობულიას სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიაში, ეკონომიკის დარგში განხორციელებულ მრავალ წარმატებულ პროექტთან არის დაკავშირებული.
გიორგი ქობულიამ თავდაპირველი შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ კი ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-ს წარმომადგენლად საქართველოში.
McKinsey –მდე გიორგი ქობულია ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-სწარმომადგენლი იყო საქართველოში. თავდაპირველი შრომითი საქმიანობა კი მან თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში დაიწყო.
ენები
ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრემიერმინისტრმა ქობულიას წარდგენისას თქვა, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს და დაგეგმილი რეფორმების ეფექტურ განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
“გიორგი ქობულია გახლავთ ჩვენი ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის ფაქტიურად ორი ათწლეულია გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში და ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. მინდა ყველას შევახსენო, McKinsey სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვდასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“, – მამუკა ბახტაძემ.
მარიამ ლეკიაშვილი