ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებებია, გადადგა პრემიერი და შესაბამისად მთავრობა. ფინანსთა სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  – ივანე მაჭავარიანის  შესახებ ბიოგრაფიულ მონაცემებს.

ივანე მაჭავარიანი: დაიბადა ქ. თბილისში,  1974 წლის 11 თებერვალს.

განათლება

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით: წარმოების ეკონომიკა და მართვა;წარმატებით გავლილი აქვს სასწავლო პროგრამა ფინანსების სფეროში, ასევე, ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული ტრენინგები;

სამუშაო გამოცდილება

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 1997 წლიდან მუშაობდა “თელია სონერას” ჯგუფში შემავალ კომპანია “ჯეოსელში”. სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მისი კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან იყო ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი.2006 წლის ივნისიდან 2013 წლის მაისამდეშპსჯეოსელისფინანსური დირექტორია.  2013 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე  იყო შპსჯეოსელისკომერციული დირექტორი.

ივანე მაჭავარიანი 2010-2011 წლებში იყო TeliaSonera’s Eurasian ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი და მოლდოვა);

ხოლო, 2012-2015 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში (McKinsey,Accenture, Informa Telecoms, Delta Partners); 2013 წლიდან იკავებდა კომერციული დირექტორის თანამდებობდას.

ენები

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

პრემიერმინისტრმა მაჭავარიანის წარდგენისას თქვა, რომ ტექნოლოგიების კუთხით მისი გამოცდილება თვალსაჩინოა და აქვთ მოლოდინი, რომ ის ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.

“ივანე მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა “თელიასონერას” ჯგუფში შემავალ “ჯეოსელში”, ის გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან. იმ რეფორმების დიდი ნაწილი, რომელიც მე წარვადგინე, დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო, ის გახლავთ საქართველოში ერთერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

მარიამ ლეკიაშვილი

გაზიარება