წარდგენის ცერემონია ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად 10 ოპოზიციური პარტიის გაერთაინებამ „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წარადგინა.
გრიგოლ ვაშაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო.
1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით.
2008 წლის 6 თებერვალს ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2008 წლის 2 ნოემბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გახდა, ხოლო იმავე წლის.6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.