თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობისი სხდომაზე თქვა.
კალაძის განცხადებით, პროექტში მონაწილეობას 18-დან 29 წლამდე ადამიანები შეძლებენ. მისი თქმით, ამ პროექტის მიზანია, რომ ახალგაზრდებმა ზაფხულის საინტერესოდ გატარება შესძლონ.
მისი თქმით, ბანაკები იგეგმება ინჟინერიის, ტექნოლოგიების, მეწარმეობის, მოხალისეობის და სახელოვნებო მიმართულებებით. ასევე, მოეწყობა სალაშქრო ტურები თბილისის გარშემო არსებულ მარშრუტებზე.
ბანაკში წასვლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ბანაკები 20 ივლისიდან იწყება, ხოლო ლაშქრობები – 25 ივლისიდან.