„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იმის შანსი, რომ გაემეორებინა თავისი 17%-იანი შედეგი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძით 17%-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური გაერთიანების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელების კომენტირებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, სუსტი კანდიდატი დაასახელეს.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობა“ შეგნებულად დაასახელა სუსტი კანდიდატი. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს მათ უნდა ჰკითხოთ და ეს გაირკვევა მოგვიანებით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება