საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შეწყალების კომისიას 2 ახალი წევრი დაემატა. ესენი არიან იურისტი ნინო კიკნაძე და პედაგოგი არინა თავაქარაშვილი. რაც შეეხება სხვა წევრებს, ესენი არიან:

ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე;

ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი;

ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;

ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი;

რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;

კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი;

გივი შაჰნაზარი – მწერალი;

თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი;

წინა შემადგენლობიდან, კომისიის წევრები აღარ არიან თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი.

გაზიარება