საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წითელ ჯვარზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, კიდევ 26 დაღუპული დღეს დილით საკურორტო რაიონი მატის პლიაჟთან აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 24 დაღუპულზე. ამ მომენტისთვის 69 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. ბევრი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ასევე მიმდინარეობს ათი ტურისტის ძებნის ოპერაცია. ადგილზე მაშველები და სახანძრო სამსახური მუშაობს.

გაზიარება