„ეს პრიზი და აღიარება არის იმ შრომის შედეგი რაც მიმართულია საერთო საქმისთვის, პარლამენტის ინსტიტუციურიგაძლიერებისთვის. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ იყოს ძლიერი პარლამენტი და ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრიზის გადაცემის შემდეგ.
ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა.დეპუტატის აქტივობა შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის, ინიცირებული კანონებით და სიტყვით გამოსვლებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა, ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორცყველაზე აქტიურ კომიტეტს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგინა IX მოწვევის პარლამენტისსაქმიანობის შეფასების კვლევა, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულებიგამოავლინა და პრიზები გადასცა.