მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონებში მომუშავე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება. პრემიერმინისტრის თქმით, ხელფასები 20-30%-ით მოიმატებს.
“ამ ადამიანებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ, მართლაც რომ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობას ჩვენს რეგიონებში ჯანდაცვის სერვისი უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მეხანძრეების ხელფასი გაიზარდა, ასევე, ანაზღაურება პოლიციელებსაც მოემატათ.
ნინო ზარიძე