ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 1 სექტემბრისთვის დასრულდება.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი.

დახურულ სპორტულ კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული. არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “სტადიონი” ახორციელებს.

გაზიარება