18 საათის წინ
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს – ყველა შეშფოთებულია ქირურგის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო
19 საათის წინ
„ნიუ იორკ თაიმსი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს
21 საათის წინ
გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რომ ზედმეტი ექსცესები აირიდონ
22 საათის წინ
ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა
22 საათის წინ
ნინო ლომჯარია – პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

NASA-ს ცნობით,  27 ივლისის მთვარის დაბნელება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება იქნება. მსოფლიოს იმ ნაწილში მცხოვრები ადამიანები, სადაც ეს მოვლენა გამოჩნდება, მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43 წუთსაც შეძლებენ. 27 ივლისს მთვარე ი დედამიწისგან მაქსიმალურად იქნება დაშორებული.

NASA-ს ანიმაციაში ნახავთ,როგორ ჩანს მთვარიდან დედამიწა დაბნელების დროს.

მთვარის დაბნელებაზე დაკვირვებას მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკა ვერ შეძლებს. ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ავსტრლიის ყველა ნაწილში ასტროფოტოგრაფებს, წელს მოყვარული ფოტოგრაფებიც შეუერთდებიან.

მთვარის დაბნელება პირველიდან ბოლო ფაზამდე 3 საათს და 55 წუთს გაგრძელდება. სწორედ ამ დროის მანძილზე გადალახავს მთვარე დედამიწის ჩრდილს.

დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია ,რაც  მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს მთლიანად დაბნელებული. მთვარის დაბნელება მინიმუმ ორჯერ  ხდება წელიწადში.

დაბნელების დროს მთვარე წითელ ფერს იძენს, რაც აბსოლუტურად ვიზუალური ეფექტია, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მთვარემდე  დედმიწის ზედაპირთან გამავალი მზის სხივები აღწევს.

მთვარე სინათლეს არ გამოსცემს, თუმცა იგი ირეკლავს მას, ამიტომაც, დაბნელების წინ მთვარე არ ჩანს და იქმნება შთბაჭდილება, რომ მზე გაურკვეველი წარმოშობის სიშავით იფარება. მთვარის ჩრდილის კონუსი დიამეტრში დედამიწაზე გაცილებით პატარაა, შესაბამისად,  მზის დაბნელება შესამჩნევია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც დაბნელების დროს მთვარის ჩრდილი გადის.

მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, შესაბამისად, დედამიწის ზედაპირზე მთვარის ჩრდილის ლაქის დიამეტრიც სხვადასხვაა.

ნათია კეკენაძე

Please follow and like us: