ზაფხულის სიცხე როგორც დიდებზე, ასევე პატარებზეც ანალოგიურად მოქმედებს. თუმცაღა, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია, კონდიციონერის გამოყენება დაუშვებელია.  „თბილისი თაიმსი“ ამ საკითხით დაინტერესდა. შეესაბამება თუ არა აღნიშნული  სიმართლეს  და, ზოგადად, რა უნდა იცოდნენ პატარების მშობლებმა, პედიატრ ინგა მამუჩიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

შეიძლება თუ არა კონდიციონერის გამოყენება იმ სივრცეში, სადაც პატარები არიან? გამაგრილებელი მოწყობილობა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ უქმნის?

– ბავშვებს ადაპტირების ყველაზე დიდი უნარი აქვს, მათ არსებულ გარემო პირობებთან მარტივად შეგუება შეუძლიათ.  ამიტომაც,  რასაც მივაჩვევთ, იმას მიეჩვევიან, თანაც მარტივად. რაც შეეხება კონდიციონერს- ის, რომ ბავშვისთვის კონდიციონერი მავნეა, მითია. 

 რა ტემპერატურა უნდა იყოს სახლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვია?

– თუ კონდიციონერის პირობებში არ გცხელათ, ეს ნორმალურია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგცივდეთ, ასეა ბავშვის შემთხვევაშიც.

ოთახის ტემპერატურა სასურველია 22-24  გრადუსზე შეინარჩუნოთ და თანდათანობით არეგულიროთ.  მაგ:  თუ გარემოს ტემპერატურა 34 გრადუსია, დაიწყეთ რეგულცია 30 გრადუსიდან და მოაკელით 2 გრადუსი თანდათან 24 გრადუსამდე დაყვანამდე. ვშვი უნდა იმყოფებოდეს 2-3 მეტრში კონდიციონერიდან, არ არის სასურველი ცივი ჰაერი პირდაპირი ნაკადით ხვდებოდეს. მე არ ვარ მომხრე ბავშვს მის ძილით ეძინოს კონდიციონერის ოთახშირადგან საძინებლები პატარაა და ნორმატივების დაცვა ვერ ხერხდებადაიცავით ტენიანობა ოთახში 50-70%. 3 საათში ერთხელ გამორთეთ და გაანიავეთ ოთახი. ხშირად დაალაგეთ სველი წესით ან შეიძინეთ ოთახის დამატენიანებელი, თვეში ერთხელ გაწმინდეთ კონდიციონერის ფილტრი, ხოლო წელიწადში ერთხელ გამოცვალეთ. ხშირად შეეხეთ ბავშვს მუცელზე და  სხეულის ტემპერატურა გაუკონტროლეთ. თუ პატარას კონდიცირებული ჰაერი არ სიამოვნებს, გამორთეთ. ხომ იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ კონდიციონერი და არ სიამოვნებთ მის გარემოში ყოფნა, ბავშვებიც ასევე არიან. კონდიციონერის მოხმარება ახალშობილიან ოჯახშიც დაშვებულია. თუ  ყველა ჩამოთვლილ ნორმას დაიცავთ, საფრთხის წინაშე არ დადგებით.

ზოგადად, რას ურჩევდით დედებს, რომელთაც პატარა ასაკის ბავშვები ჰყავთ?

დღეს, ნახევარი დღე, ტყეში,  შვილიშვილთან ერთად გავატარე, სადაც სხვადასხვა კატეგორიის მშობლები და ბავშვები გავიცანი,ზოგი ბავშვი ფეხშველი დატანტალებდა, გირჩებს აგროვებდა, ჭუჭყიან ხელს პირშიც იდებდა, სიგრილეში წელზემოთ გახდილები დარბოდნენ. მეორე ნაწილი ჩათბუნულ-ჩაფუთნული იყო, თითქმის ადგილიდან განძრევის უფლება არ ჰქონდათ, რამეზე ხელის შეხებაზე არ ვსაუბრობ, დედიკოები სველი ხელსაწმენდით და “ჰაი გელით” უწმენდნენ, ხელ-პირს  ხშირად ბანდნენ. მე, რა თქმა უნდა,  პროფესიონალის თვალით ვუყურებდი. ორივე კატეგორიას გავესაუბრე  და დავუსვი კითხვა – თუ, წლის განმავლობაში,  რამდენად ხშირად ავადობდნენ მათი ბავშვები, ასაკი 3-5 წელი.  აღმოჩნდა რომ, ჰიპერაპეკური ბავშვები 2-3 ჯერ უფრო ხშირად ხდებიან ავად, ვიდრე გარემო პირობებთან ადაპტირებულები,ზუსტად ასეთ პასუხს ველოდი.

პატარა ასაკიდანვე გააკაჟეთ ბავშვები. ჩაურთეთ კონდიციონერი, აწუწავეთ წყლით, ჩაუშვით აუზში, გაასინჯეთ ნაყინი და ოთახის ტემპერატურაზე უფრო გრილი წყალი. ნუ შეუშინდებით ბუნებას, დაცვარულ ბალახზე “ატანტალეთ” ფეხშიშველები. ბავშვი თუ ავად გახდა, ნუ შეგეშინდებათ, ის 2-დან 5 წლამდე ხშირად იავადებს, რომ  იმუნიტეტი შეიძინოს.  იმუნიტეტი მუშავდება გაკაჟებით, სწორი და ბალანსირებული კვებით და არა მედიკამენტებით. ეს პროცესები სწორედ ზაფხულში უნდა დაიწყოთ, რომ ზამთარს მომზადებულები შეხვდეთ!

რაც შეეხება ჯანმრთელობისათვის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს, ესენია: სისუფთავე, ეკოლოგიური გარემო, სათამაშიების, საკვების,სამშენებლო მასალების, საღებავბის, მედიკამენტების კონტროლი. ამ მხრივ, ხელისუფლებას  მაქსიმალურ გააქტიურებას ვთხოვ, რადგან ჯანსაღი გარემოს გარეშე ყველანაირი მცდელობა (თქვენი, ჩემო ძვირფასო მშობლებო, და ჩვენიც) ფუჭია!!!

ნინო ზარიძე

 

 

გაზიარება