ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.

გაზიარება