ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52 %-ით გაიზარდა. ივლისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 75,372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49,629 მგზავრი).

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34 %-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310,115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 %-ით მეტია. (2017 წლის 7 თვე – 233,261 მგზავრი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთა ნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.

გაზიარება