ხორვატიის ხელისუფლებამ დუბროვნიკში ტურისტების რაოდენობაზე ლიმიტი დააწესა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქს, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, საკრუიზო ლაინერებით ჩასული ტურისტების გამო საფრთხე დაემუქრა. იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 800 წლის ქალაქს 280 000 დამთვალიერებელი ეწვია. ამის გამო, ქალაქის მერიამ სპეციალური პროგრამა აამოქმედა, რომელიც დუბროვნიკის დათვალიერების საშუალება ერთდროულად 4 000-ზე მეტ ტურისტს აღარ ექნება.

როგორც ხორვატიის ტურიზმის ასოციაციაში განაცხადეს, ქალაქის დასაცავად შემუშავებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო. პორტში ხალხმრავლობა აღარ შეინიშნება. ამასთან, გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ქალაქში ერთ დღეზე მეტხანს რჩებიან. წელს ასეთი მოგზაურების რაოდენობა 4,2 მილიონი იყო.

გაზიარება