მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში, სოფელ წვირმში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. წირვის დასრულების შემდეგ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა განუცხადა, რომ დღევანდელი დღე არის დღესასწაული და მთელი საქართველო ზეიმობს.

„შევთხოვთ ყველაწმინდა ღვთისმშობელს მისი მეოხებით და მფარველობით გააერთიანოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა მეუფემ.

ტაძრის კურთხევას ადგილობრივი მოსახლეობა, მიწვეული სტუმრები და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის რვა ეპისკოპოსი ესწრებოდა.

გაზიარება