უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური, უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიიდგომას იზიარებს. “ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ის კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ეს არის ჩემი მიდგომა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

Please follow and like us: