ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. მისი ცხედარი ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.