იტალიური მედიის ცნობით, „მილანის“ ლეგენდა პაოლო მალდინი თავისი კლუბის დირექტორად დანიშნეს და მის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნებს.

„მალდინი “მილანის” დირექტორი გახდა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ახალ ეპოქას. ის თავისი ნიჭით, ოსტატობით და განუმეორებელი ლიდერის თვისებებით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. ეს თვისებები “მილანს” ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება”, – ნათქვამია როსონერის განცხადებაში.

პაოლო მალდინი თამაშობდა იტალიის ეროვნულ ნაკრებსა და „მილანში“ მარცხენა განაპირა და ცენტრალურ მცველად. პაოლომ მთელი კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში, „მილანში“ გაატარა და 900-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

როსონერი ვალების გამო ამერიკული საინვესტიციო კომპანიის Elliott Management-ისმფლობელობაში გადავიდა.

საქმე ისაა, რომ მას შემდეგ რაც იონჰონგ ლი როსონერიში მივიდა, მან 200-მილიონიანი კრედიტი სწორედ ამ საინვესტიციო კომპანიისგან აიღო. თანხის დაბრუნება დროულად ვერ შეძლო და „მილანი“ „ელიოტ მენეჯმენტს“ ავტომატურად გადაეცა.

გაზიარება