„აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის ყველაზემტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდისფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა დალატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცეპრემიერს საქართველოში ჩამოსვლისა და მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, 10 წლის წინ, მათი ქვეყნების ლიდერთა პროტესტმა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარდასაჭერადდარაზმა და ყველაზე მძიმე დღეებში, ქართველ ერს მომავლის რწმენა დაუბრუნა.
„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ქართული დემოკრატიის უმთავრეს კერაში -საქართველოს პარლამენტში.
პარლამენტი იყო ის ადგილი, სადაც ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით განხორციელდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა; აქ ჩაისახადემოკრატიული მმართველობა; და განვითარდა ქართული სახელმწიფოებრიობის თანამედროვე სისტემა.

პარლამენტი კვლავაც ქართული საპარლამენტო დემოკრატიის ყველაზე მტკიცე საყრდენია, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლების ერთგულია როგორცქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

10 წლის წინ, აგვისტოს დღეებში, 2008 წელს სწორედ პარლამენტის სასახლის წინ შეიკრიბნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მეთაურები რუსეთის აგრესიისწინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად.

თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვა საქართველოს მხარდასაჭერად და იმედი მოგვცაჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, რომ გადარჩებოდა ჩვენი თავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებშითქვენმა გვერდით დგომამ ჩვენს ხალხს მომავლის რწმენა დაუბრუნა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ მეგობარ ქვეყნებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა არანაკლებმნიშვნელოვანია ომის შემდეგაც. „თქვენი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის შემდეგაც, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში საქართველოსგანვითარებისა და წინსვლისათვის. საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანაა და მისი წარმატება რუსეთისაგრესიაზე ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხია.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელარსებობას განახლებული და უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში განაგრძობს და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ჩვენი თავისუფლების განმტკიცებისთვის.

„თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მეტი რეგიონული სიმშვიდისა და მშვიდობისათვის. საქართველოს მთავრობისმშვიდობისმყოფელმა პოლიტიკამ შეგვაძლებინა, შეგვემსუბუქებინა ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მძიმე შედეგები და ქვეყნისთვის დაგვებრუნებინასაერთაშორისო ავტორიტეტი.
საქართველო მტკიცედ დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას, რამაც გააძლიერა ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობა, გააძლიერა თავისუფალიმედია, სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებების პატივისცემა ჩვენს ქვეყანაში.

დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობს განახლებული და უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში და ახორციელებსრეფორმებს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ჩვენი თავისუფლების განმტკიცებისთვის.

დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება საქართველოში ტრადიციად იქცა, რამაც ჩვენს ხალხს გაუჩინა თავდაჯერებისა და სიამაყის განცდა.ასევე, დემოკრატიისა და თავისუფლების მაღალი ხარისხი შეუძლებელს ხდის საქართველოს დაბრუნებას დიქტატურისა და ძალადობის სივრცეში, რაცგანაპირობებს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობის დიდ მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა.

„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლებში დიდი ნაბიჯები გადავდგით, რამაც მოგვიტანა მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა,უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში და სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან.

ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მთავარი პრიორიტეტია, რომელსაც თანმიმდევრულად და განუხრელად მივყვებით. იმავდროულად, ვაძლიერებთუსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემას მეტი სიმტკიცისა და მდგრადობისათვის, რადგან გვესმის, რომ თავისუფლების დაცვას დიდი ძალისხმევა დათავგანწირვა ესაჭიროება.

ჩვენს წინაშეა უდიდესი გამოწვევა – დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნებით შევძლოთ შემდგომი აგრესიის პრევენცია, ტერიტორიული მთლიანობისაღდგენა და მსოფლიოს თავისუფალ თანამეგობრობაში გაწევრიანება, რაც გულისხმობს ნატო-სა და ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას. ჩვენმა ხალხებმაარაერთხელ გამოსცადა ეს უსამართლობა და ძალადობა, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ თავისუფლებას წინ ვერაფერი აღუდგება. აღმოსავლეთ ევროპისქვეყნების წარმატება ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე, კეთილდღეობის, დემოკრატიისა დაუსაფრთხოების მაღალი დონე ძალას გვმატებს დაგვარწმუნებს, რომსაქართველოს მოსახლეობაც მალევე იზეიმებს ასეთივე წარმატებას.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომით საქართველო განამტკიცებს ეროვნულ თავისუფლებას, აღიდგენს მთლიანობას დათავისუფალი ევროპისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საგარეო საქმეთამინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

გაზიარება