აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, დაღუპული გმირები გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან გაიხსენეს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის და ოკუპაციის გამოხატულების ნიშნად მემორიალთან სანთლებით და სიმბოლური მავთულხლართებით 10-იანის ინსტალაცია გაკეთდა.

აქციის მონაწილეებმა მანათობელი ფრანები გაუშვეს, როგორც სამშვიდობო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი.

,,10 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რუსეთის მხრიდან აგრესია და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ გმირები, რომლებიც შეეწირნენ ამ უდიდეს ტრაგედიას. სიმბოლური მავთულხლართებით ვაპროტესტებთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენი მშვიდობიანი გზავნილით გვინდა ხმა მივაწვდინოთ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანატოლებს და თანამოქალაქეებს. იმედი გვაქვს, აფხაზ და ოს თანამოძმეებთან ერთად, ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს“ – განაცხადა ქართული ოცნების გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა გელაშვილმა .

გაზიარება