აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულადშესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ სტან სტორიმანსი – ტელეკომპანია RTL – ის – ის ოპერატორი, გიგაჩიხლაძე- ტელეკომპანია „ალანიას” ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც მუშაობდა NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI- თვის – თვის და ალექსანდრ კლიმჩუკი: “იტარ-ტასის” ფოტორეპორტიორი. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ.

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს, მთავრობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქოსექტორთან ერთად პრეზიდენტმა სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა.

პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტო-მასალა, გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოში მოღვაწეფოტოგრაფების (შახვალად აივაზოვი, ლელი ბლაგონრავოვა, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი, გიორგი აბდალაძე, გიორგიბუხაიძე) მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოებით მთელმა მსოფლიომ შეიტყო რუსული აგრესიის რეალური სახე.

გაზიარება