საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მასწავლებლთამომზადების საგანმანათლებლო პროგრამები წარადგინა, რაც სისტემაში ახალგაზრდა და ნიჭიერი პედაგოგების შესვლას და შესაბამისად, ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამისთვის სახელმწიფოს მხრიდან 1,498,500 ლარია გამოყოფილი და მიმართულების მიხედვით, პროგრამა სხვადასხვაგვარად დაფინანსდება.

პროგრამა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება შეძლონ.

გაზიარება